USD 2.8224

EUR 2.9418

TRY 0.0786

GBP 3.5382

RUB 0.028728

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მთლიანი სესხების ნაშთების ლარიზაცია 55 პროცენტს გაუტოლდა

მთლიანი სესხების ნაშთების ლარიზაცია 55 პროცენტს გაუტოლდა

2023-11-08 10:00:24

2023 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით მთლიანი სესხების ნაშთების ლარიზაცია 55 პროცენტს გაუტოლდა. ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების ნაშთებზე ლარიზაციამ 71 პროცენტი შეადგინა. იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების ნაშთებზე ლარიზაციამ შეადგინა 36.3 პროცენტი.

როგორც ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ პუბლიკაციაში „მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები“ არის აღნიშნული, მთლიანი დეპოზიტების ლარიზაცია 48.7 პროცენტს უტოლდება. იურიდიული პირების დეპოზიტების ნაშთებზე ლარიზაცია 73.1 პროცენტს გაუტოლდა. 

ფიზიკური პირების დეპოზიტების ლარიზაცია 32.8 პროცენტს შეადგენს. ვადიანი დეპოზიტების ლარიზაცია შეადგენს 55.4 პროცენტს. 

მიმდინარე ანგარიშების ლარიზაცია უტოლდება 48.6 პროცენტს უტოლდება. მოთხოვნამდე დეპოზიტების ლარიზაცია 40.2 პროცენტს შეადგენს.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები