USD 2.8403

EUR 2.909

TRY 0.0789

GBP 3.4964

RUB 0.028368

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მსოფლიო ბაზარზე კენკრის მწარმოებლები და ექსპორტიორები - რა ნიშა აქვს საქართველოს

მსოფლიო ბაზარზე კენკრის მწარმოებლები და ექსპორტიორები - რა ნიშა აქვს საქართველოს

2023-07-16 16:00:29

მსოფლიო ბაზარზე მოცვისა და მაყვალის უმსხვილესი მწარმოებელია აშშ. მარწყვის წარმოებაში ჩინეთია პირველი, ხოლო ჟოლოს წარმოებაში რუსეთი. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევაშია ნათქვამი. 

2021 წელს მოცვის გლობალურმა წარმოებამ - 1,1 მილიონი ტონა შეადგინა, (ზრდა 11,8%) მარწყვის წარმოებამ - 9,1 მილონი ტონა (ზრდა 3,1%), ხოლო ჟოლოს გლობალური წარმოება 886 ათასი ტონა იყო (კლება - 1,4%), მაყვლის წარმოებამკი 1,1 მილიონი ტონა (ზრდა 27,14%)

მსოფლიო ბაზარზე 2022 წელს მოცვის მთავრი ექსპორტიორი პერი იყო, მარწყვის ესპანეთი, ხოლო ჟოლოსი და მაყვლის მექსიკა. 

მსოფლიო ბაზარზე 2022 წელს მოცვის საშუალო საცალო ფასი 1 /კილოგრამი - $5,1 იყო, 1კგ მარწყვი - $4,3 , ჟოლო - 5,2, ხოლო მაყვალი - $11,7 ღირდა. 

რაც შეეხება საქართველოს ბაზარზე არსებულ საშუალო ფასებს: 

  • მოცვი - 1 კილოგრამი - 7-9 ლარი; 
  • მარწყვი - 1 კილოგრამი - 5-7 ლარი;
  • ჟოლო - 1 კილოგრამი - 7-9 ლარი;
  • მაყვალი - 1 კილოგრამი - 5-7 ლარი

საქართველოში კენკრის წარმოების მოცულობა (2022 წელი)

  • მოცვი - 2,5 ათასი ტონა;
  • მარწყვი - 1,2 ათასი ტონა;
  • ჟოლო - 1,3 ათასი ტონა;
  • მაყვალი - 0,2 ათასი ტონა. 

წყარო: საქსტატი. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები