USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მსოფლიო ბანკი 2024 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ამცირებს

მსოფლიო ბანკი 2024 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ამცირებს

2024-01-10 11:00:00

მსოფლიო ბანკმა 2024 წლისთვის საქართველოს ეკონომიკის ზრდის პერსპექტივა 4,8%-მდე შეამცირა. ეს მონაცემი 0,2%-ით ნაკლებია 2023 წლის ივნისში საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის მიერ გაკეთებულ პროგნოზთან შედარებით.

მსოფლიო ბანკის იანვრის ანგარიშის თანახმად, ბევრი განვითარებადი ეკონომიკის საშუალოვადიანი პერსპექტივა გაუარესებულია, რაც გლობალური ვაჭრობის სტაგნაციასა და საკრედიტო პირობების გამკაცრებას უკავშირდება. 

2025 წელს, მსოფლიო ბანკი საქართველოში მშპ-ის 4,5%-ით ზრდას ვარაუდობს. ეს მაჩვენებელი 0,5%-ით არის გაუარესებული ივნისის პროგნოზთან შედარებით. 

მსოფლიო ბანკის პროგნოზი, როგორ გაიზრდება 2024 წელს რეგიონის ქვეყნების ეკონომიკა:

  • საქართველო - 4.8%-ით;
  • სომხეთი - 4.7%-ით;
  • აზერბაიჯანი - 2.4%-ით;
  • თურქეთი - 3.1%-ით;
  • უკრაინა - 3.2%-ით;
  • რუსეთის ფედერაცია - 1.3%-ით.

საქაართველოს მთავრობის პროგნოზით, ქვეყნის ეკონომიკა 2024 წელს 5,2%-ით გაიზრდება. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები