USD 2.7433

EUR 2.8862

TRY 0.0794

GBP 3.464

RUB 0.027214

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მშობიარობის სტატისტიკაში საკეისრო კვეთის წილი 50%-მდეა ასული, რაც მომავალში დემოგრაფიული პრობლემების შექმნის - ჯანდაცვის მინისტრი

მშობიარობის სტატისტიკაში საკეისრო კვეთის წილი 50%-მდეა ასული, რაც მომავალში დემოგრაფიული პრობლემების შექმნის - ჯანდაცვის მინისტრი

2023-02-17 17:39:03

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტზე ანგარიშით გამოსვლისას ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ მშობიარობის სტატისტიკაში საკეისრო კვეთის წილი 50%-მდეა ასული, რაც შესაძლოა, დემოგრაფიული პრობლემების შექმნის წინაპირობა გახდეს. 

„ვფიქრობ, ეს მიმართულება [ბებიაქალების] უფრო პრესტიჟული უნდა გავხადოთ და შეიძლება რებრენდინგზე ვიფიქროთ, რათა ახალგაზრდებისთვის უფრო მიმზიდველი იყოს. დღეს სერიოზული პრობლემა გვაქვს მშობიარობასთან დაკავშირებით, მაგალითად საკეისრო კვეთის წილი საერთო მშობიარობაში 50%-მდეა ასული. რაც მომავალში დემოგრაფიული პრობლემების შექმნისთვის ერთ-ერთი წინაპირობაა“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს 2022 წელს გაწეული საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციას აცნობს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები