USD 2.8089

EUR 2.9145

TRY 0.0778

GBP 3.4954

RUB 0.02988

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მშენებლებმა გზის შესამოკლებლად ჩინეთის დიდი კედელი დააზიანეს

მშენებლებმა გზის შესამოკლებლად ჩინეთის დიდი კედელი დააზიანეს

2023-09-06 09:30:00

მშენებლებმა სერიოზულად დააზიანეს ჩინეთის დიდი კედლის ნაწილი ცენტრალურ პროვინცია შანსიში. ამის შესახებ BBC წერს

გამოცემის ინფორმაციით, ორმა მუშამ, რომლებსაც მშენებლობაზე შემოვლითი გზით მისვლა მოჰბეზრდათ, ექსკავატორის მეშვეობით გააღრმავეს და გააფართოვეს კედლის ჩაწოლი ნაწილი და ის მიწის დონემდე დაიყვანეს. მიღებულმა გზამ მათ სამუშაო ადგილისადმი გზა მნიშვნელოვნად შეუმცირა. 

ორივე ეჭვმიტანილი - 38 წლის კაცი და 55 წლის ქალი დაკავებულია, გამოძიება გრძელდება. ისინი მუშაობდნენ სამშენებლო ობიექტზე „32-ე დიდი კედელი“ - ეს დიდი კედლის ნაწილია, რომელიც მინის ეპოქაში აშენდა და ისტორიულ-კულტურულ ობიექტთა სიას მიეკუთვნება. 

ჩინეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაკავებულებმა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა დიდი კედლის მთლიანობას“. 

ჩინეთის დიდი კედელი 1987 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნაწილი გახდა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები