USD 2.8403

EUR 2.909

TRY 0.0789

GBP 3.4964

RUB 0.028368

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მოსკოვის მიმართულებით საშუალო დატვირთულობა 60-70% გვაქვს - თამაზ გაიაშვილი სამომავლო გეგმებზე

მოსკოვის მიმართულებით საშუალო დატვირთულობა 60-70% გვაქვს - თამაზ გაიაშვილი სამომავლო გეგმებზე

2023-07-31 16:00:43

ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ის ავიაპარკში მატებაა. ავიაკომპანიამ უკვე ჩამოიყვანა Boeing 737-800-ი, რომლითაც არსებულ და ახალ სიხშირეებს მოემსახურება.

„ახალი ბორტი იფრენს არსებულ რეისებზე ევროპაში და ასევე ვაპირებთ ბრიუსელის დამატებას“, - აცხადებს ავიაკომპანიის დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი. გაიაშვილი ამბობს, რომ ბრიუსელის მიმართულებით ავიაკომპანია ფრენებს სექტემბრიდან დაიწყებს.

რაც შეხება რუსეთის მიმართულებით ფრენებს ან ახალი მიმართულებების დამატებას, გაიაშვილი ამბობს, რომ მოსკოვის მიმართულებით სიხშირეების დამატებას არ განიხილავს, რადგანაც რეისებზე საკმაოდ დაბალი დატვირთულობაა.

„მოთხოვნა არ არის. მოსკოვის მიმართულებით საშუალო დატვირთულობა 60-70% გვაქვს“, - ამბობს გაიაშვილი.

 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები