USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მომხმარებლის სასარგებლოდ დაახლოებით 0.5 მლნ ლარამდე ანაზღაურდა -  კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტო

მომხმარებლის სასარგებლოდ დაახლოებით 0.5 მლნ ლარამდე ანაზღაურდა - კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტო

2024-01-08 12:24:00

საქართველოს კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 2022 წლის 1 ნოემბრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, 578 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც 340 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო.

აღნიშნულ პერიოდში, სააგენტოს გადაწყვეტილებით, დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 56 დარღვევის ფაქტი - 84 საქმეზე, ხოლო 7 შემთხვევაში დარღვევა არ დადასტურდა. სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების არშესრულების გამო 11 მოვაჭრეს, 22 საქმეზე 21 283 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.

ამ დროისთვის, დარღვევის დადასტურების 27 საქმეზე - 14 შემთხვევაში სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულებები მოვაჭრის მხრიდან სრულად შესრულებულია.

საანგარიშო პერიოდში, სააგენტომ - მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 161 საქმეზე - 98 შეთანხმება გააფორმა. რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა. 2022 წლის 1 ნოემბრიდან 2023 წლის დეკემბრის ჩათვლით, მომხმარებლის სასარგებლოდ, დაახლოებით, 500 000 ლარამდე ანაზღაურდა.

კომპანიების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესს სააგენტო აქტიურ რეჟიმში აკვირდება.

შეიძლება იყოს მითითებულის გრაფიკა: რუკა და ტექსტი

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები