ივნისში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში დაფიქსირებული პრეტენზიები მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. პრეტენზიების რაოდენობა ივნისში მაისთან შედარებით 153%-იან ზრდას აჩვენებს, ხოლო 2022 წლის ივნისთან შედარებით კი 158%-იან ზრდას235. სებ-ის ვებგვერდზე განთავსებული სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2023 წლის ივნისში მომხმარებელთა მხრიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობამ 235 ერთეული შეადგინა, მაშინ როდესაც მაისში 93 საჩივარი დაფიქსირდა. 2022 წლის ივნისის სტატისტიკით კი საჩივრების რაოდენობა 91 ერთეულს შეადგენდა.
მომხმარებელთა მხრიდან ივნისში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში დაფიქსირებული პრეტენზიების 92%-ი სამომხმარებლო სესხებზე მოდის, 3%-ი ავტოსესხებზე, ხოლო 2%-ი სალომბარდე სესხებზე.
რაც შეეხება დაფიქსირებული პრეტენზიის ხასიათის მიხედვით სტატისტიკას აქ ჯარიმებისა და ვადაგადაცილების საკომისიოების კუთხით დაფიქსირებული საჩივრები ლიდერობენ.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება