2024 წელს „ამბოლი“ საქართველოში ახალი ბრენდების შემოყვანას გეგმავს. როგორც Business Insider Georgia-სთან „ამბოლის“ საცალო გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორმა ზურა შალამბერიძემ განაცხადა, „ამბოლი“ მსოფლიო ავტოინდუსტრიის 4 უმსხვილეს ბრენდთან მოლაპარაკებების ბოლო ეტაპზეა.
„ახალი ბრენდების დამატება მუდმივი პროცესია, „ამბოლი“ ყოველწლიურად ცდილობს ახალი და მომხმარებლებისთვის სანდო მწარმოებლები შემოიყვანოს ქართულ ბაზარზე. 2024 წელი ამ მიმართულებით განსაკუთრებული იქნება, რადგან მოლაპარაკებები თითქმის ბოლომდე დასრულებული გვაქვს მსოფლიო ავტოინდუსტრიის 4 უმსხვილეს ბრენდთან და უახლოეს მომავალში ამის შესახებ ჩვენი მომხმარებლები შეიტყობენ“, - აღნიშნა ზურა შალამბერიძემ.
მისივე განმარტებით, ქვეყანაში ავტომობილების იმპორტის რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება და შესაბამისად, ავტო ნაწილების ბაზარიც მზარდია.
„ჩვენს სეგმენტში დიდი კონკურენციაა, თუმცა ვართ ისეთი პრემიუმ ბრენდების ოფიციალური პარტნიორები, როგორიცაა Goodyear, Nexen, Toyo tires, Mutlu, Duracell, Osram, Brembo, TMD, Wolf, Totach, ENI და ეს საშუალებას გვაძლევს ავტო პროდუქტების მიმართულებით ჩვენი ბაზრის წილიც მუდმივად გავზარდოთ“, აღნიშნა შალამბერიძემ.
2024 წელს „ამბოლი“ საქართველოს მასშტაბით კიდევ 8 ფილიალის გახსნას განიხილავს.
აღსანიშნავია, რომ კომპანია „ამბოლი“ ამ დროისთვის საქართველოს ყველა დიდ ქალაქში 18 ფილიალით არის წარმოდგენილი და წლის ბოლომდე 2 ახალი ფილიალის გახსნასაც გეგმავს.
2024 წელს „ამბოლი“ კვლავაც განაგრძობს გაფართოებას და საქართველოს მასშტაბით კიდევ 8 ფილიალის გახსნა მოიაზრება
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში