„ვენის სადაზღვევო ჯგუფის” წევრი, ქართული სადაზღვევო კომპანია “ჯიპიაი ჰოლდინგი” პირველია, ვინც ბაზარს განახლებული მომსახურება შესთავაზა. კომპანიამ მხარდამჭერთა გუნდი ჩამოაყალიბა, რაც მომხმარებელს დაზღვევით სარგებლობისას სრულიად განსხვავებული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს. მხარდაჭერის მენეჯერი შესაბამისი პროფილის ექსპერტია, რომელიც პასუხისმგებელია მომსახურების სრულ ციკლზე - მაგალითად ექიმთან პირველი კონსულტაციის დაგეგმვიდან საბოლოო კვლევებამდე, ან საგზაო შემთხვევიდან ავტომობილის შეკეთებამდე და მუდმივად ხაზზეა დაზღვეულთან. მხარდაჭერის მიღება შესაძლებელია კვირაში 7 დღე, 24 საათის განმავლობაში ცხელ ხაზზე: სამედიცინო დაზღვევის საკითხებზე - 0322505111, ხოლო ყველა სხვა შემთხვევაში - 0322605111
“ჯიპიაი ჰოლდინგის” ადამიანური რესურსების მართვისა და მხარდაჭერის განყოფილების უფროსი, ნინო ხაჭაპურიძე Business Insider Georgia-სთან საუბრისას განმარტავს, რომ კომპანიამ აღნიშნული სერვისი საკუთარ დაზღვეულების გამოკითხვისა და უკუკავშირების შესწავლის შემდეგ დანერგა. მხარდამჭერთა გუნდი დაკომპლექტებულია შესაბამისი სფეროს პროფესიონალებით, რაც კვალიფიციური და ოპერატიული მომსხურების გარანტს იძელვას.
“სადაზღვევო მომსახურება, სამედიცინო თუ სხვა მიმართულების, ბევრ ეტაპს მოიცავს. მომხმარებლებს სჭირდებათ, რომ კონკრეტული შემთხვევისას, ერთი ადამიანი ეხმარებოდეს სრული პროცესის განმავლობაში – აძლევდეს ექსპერტულ რჩევებს, უგვარებდეს სხვადასხვა საკითხებს, უგეგმავდეს ვიზიტებს და ა.შ.
მხარდამჭერთა გუნდი ორ ნაწილად იყოფა: სამედიცინო და არასამედიცინო მომსახურებების მიმართულებით. გუნდები შესაბამისი სფეროს ექსპერტებით არის დაკომპლექტებული – ერთი მხრივ, სამედიცინო სფეროს გამოცდილებით, მეორე მხრივ, ავტოინდუსტრიის სიღრმისეული ცოდნით. ცვლილებებმა ადამიანური რესურსის ზრდაც განაპირობა. ორივე გუნდში გავასამმაგეთ თანამშრომლების რაოდენობა, ვინაიდან ერთი შემთხვევის მომსახურებას ბევრად დიდი ძალისხმევა და დრო ესაჭიროება ჩვენი მხრიდან. ამასთან, დამატებითი გადამზადების მექანიზმი შევიმუშავეთ თანამშრომლებისთვის.” – აცხადებს ნინო ხაჭაპურიძე.
მხარდაჭერის გუნდის სერვისი აქტიურია “ჯიპიაი ჰოლდინგის“ ყველა დაზღვეულისთვის, და რაც მთავარია, ეს მომსახურება არის უფასო.
„მომსახურების ტრანსფორმაცია მომხმარებლის უკუკავშირს ეფუძნება. ჩვენ ყოველთვიურად ვატარებთ და ვსწავლობთ - რა საჭიროებები აქვთ ჩვენს დაზღვეულებს.
დაახლოებით ერთ წლიანი დაკვირვებიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ “ჯიპიაი ჰოლდინგს” საკუთარი მომხმარებლებისთვის შეეთავაზებინა მხარდამჭერთა გუნდის სერვისი.
იმისთვის, რომ დაზღვეულს ეფექტიანად მოემსახურო საჭიროა შესაბამისად კვალიფიციური კადრები. „ჯიპიაის “ მხარდამჭერთა გუნდი ჯანმრთრთელობის დაზღვევის მიმართულებით, სრულად დაკომპლექტებულია სამედიცინო განათლების მქონე ადამიანებით, რათა ჩვენი კლიენტების საჭიროებებს უფრო ახლოს იცნობდნენ და შესაბამისად ცოდნაზე დაფუძნებული, ხარისხიანი მომსახურების გაწევაც შეძლონ. არასამედიცინო მიმართულებით კი მხარდამჭერთა გუნდი ავტოინდუსტრიაში მცოდნე პირებითაა დაკომპლექტებული.
ფსიქოლოგების ჩართულობით შევადგინეთ სპეციალური პროგრამა და სატრენინგო მოდული, რომლის საფუძველზეც ჩვენი მხარდაჭერის მენეჯერები გადავამზადეთ არამხოლოდ პროცედურების ცოდნაში და მხარდაჭერაში, არამედ ემპათიაში, თუ როგორ გაუმკლავდნენ სტრესულ სიტუაციებსა და დაეხმარონ დაზღვეულებს, რომლებსაც რთულ ვითარებაში ნამდვილად სჭირდებათ არამარტო ესპქრტული, არამედ გულისხმიერი მომსახურება“. -აცხადებს ნინო ხაჭაპურიძე.
როგორც „ჯიპიაი ჰოლდინგში“ განმარტავენ, მხარდაჭერის სისტემა ორიენტირებულია დაზღვეულის მხარდამხარ საკითხების მოგვარებაზე, მასთან შეთანხმებით და მისი საჭიროებებიდან გამომდინარე.
მხარდაჭერის სისტემა მაღალტექნოლოგიური, ადამიანური და პროცესების მართვის განახლებული მიდგომით გამოირჩევა. სწორედ ეს საფუძვლიანი ტრანსფორმაცია უზრუნველყოფს ოპერატიულ და გამართულ მომსახურებას, რათა როგორც პირველი კომუნიკაციის, ისე შემდგომი პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს.
მხარდაჭერის მენეჯერები პირველივე ზარიდან არიან ჩართულები საკითხების მოგვარებაში და საჭიროების შემთხვევაში, ადგილზეც გადიან, რომ დაეხმარონ დაზღვეულს. მაგალითად, თუ საქმე გადაუდებელ სამედიცინო სერვისს შეეხება, მხარდაჭერის მენეჯერი შესაძლოა კლინიკაში პირადად მივიდეს და დაზღვევასთან დაკავშირებული ყველა საკითხი თავად მოაგვაროს კლინიკის ადმინისტრაციასთან. მსხვილი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს კი ადგილზე ავტოექსპერტი გადის. ამით მომსახურების პროცესი - სადაზღვევო კომპანიასთან პირველი კომუნიკაციიდან ანაზღაურების ეტაპამდე, სრულად ტრანსფორმირდა.
მაღალი ხარისხის მომსახურების გარანტს კი პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი ქმნის. მხარდაჭერის მენეჯერები ამავე დროს, შესაბამისი სფეროს ექსპერტებიც არიან, რაც ნიშნავს იმას, რომ დაზღვეულს არამხოლოდ ინფორმაციას მიაწვდიან, არამედ დაზღვევის ნებისმიერი საკითხის მოგვარებაში პირადად დაეხმარებიან, ექსპერტული ცოდნა კი მომსახურებას კიდევ უფრო ოპერატიულს გახდის.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში