USD 2.8378

EUR 2.9317

TRY 0.0789

GBP 3.5237

RUB 0.028576

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მიმოქცევაში სადებეტო ბარათები ბოლო 6 წლის მაქსიმუმზეა

მიმოქცევაში სადებეტო ბარათები ბოლო 6 წლის მაქსიმუმზეა

2023-11-28 11:00:12

საქართველოში სადებეტო ბარათების მხრივ ლიდერი კვლავინდებურად ისევ Mastercard-ია. სებ-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკური მასალის თანახმად, 2023 წლის ოქტომბრის მდგომარეობით მიმოქცევაში არსებული საგადახდო სადებეტო ბარათების რაოდენობა 8,067,411 ერთეულს შეადგენდა, რაც სექტემბერთან შედარებით 1.4%-იან ზრდას აჩვენებს, ხოლო 2022 წლის ოქტომბრის მონაცემებთან შედარებით კი 14.5%-იან ზრდას.

ოქტომბრის მდგომარეობით აქტიური სადებეტო ბარათებიდან 51%-ს Mastercard-ი ფლობს, ხოლო 31%-ს VISA. 

თვიურ ჭრილში აქტიური Mastercard-ის სადებეტო ბარათების რაოდენობა 1%-იან ზრდას აჩვენებს, ხოლო VISA ასევე 1%-იან ზრდას.

არსებული სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, ბაზრის 17,5%-ის კი სხვადასხვა სახის სადებეტო ბარათებზე მოდის. მთლიანობაში საუბარია სულ 1,414,311 ერთეულ ბარათზე. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები