მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის დაკრედიტების ზღვრის გაზრდაზე სებ-ის რეკომენდაცია დადებითი იქნება, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„მნიშვნელოვანია, ჩვენი საფინანსო სექტორი საკმაოდ მედეგი და ძლიერია. საფინანსო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც ჯანსაღი მაჩვენებლებით გამოირჩევიან, არიან არამხოლოდ ბანკები, არამედ მიკროსაფინანსო სექტორი.
ეროვნულმა ბანკმა ბოლო პერიოდში საკმაოდ გააუმჯობესა .ზედამხედველობის ჩარჩო, მათ შორის მიკროსაფინანსო ინსტიტუტებისთვისაც გააუმჯობესა. აქედან და ბაზრის ზომის ზრდიდან გამომდინარე, ერთ პირზე სესხის ზღვრული ოდენობის ზრდა სრულიად შესაძლებლად მიგვაჩნია. ამაზე კონსულტაციები გვაქვს. ჩვენს მოსაზრებებს აღმასრულებელ ხელისუფლებას, პირველ რიგში ეკონომიკის სამინისტროს შევთავაზებთ და იმედი მაქვს, ლოგიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული", - განაცხადა თურნავამ.
კითხვაზე, თუ რა პერიოდში მიმართავს სებ-ი ეკონომიკის სამინისტროს ამ საკითხზე, ნათია თურნავამ გამაცხადა, რომ კონკრეტულ ვადებზე საუბარი არ სურს, რადგან საკანონმდებლო ინიციატივის უფლება სებ-ს არ აქვს, მაგრამ ეროვნული ბანკის რეკომენდაცია დადებითი იქნება.
„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ დღეს მოქმედი კანონის თანახმად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემული მიკროკრედიტის მაქსიმალური ჯამური ოდენობა ერთ მსესხებელზე 100 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. 2023 წლის ბოლოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა სებ-ს დაკრედიტების ზღვრის 200 000 ლარამდე გაზრდის თხოვნით მიმართეს.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება