USD 2.8403

EUR 2.909

TRY 0.0789

GBP 3.4964

RUB 0.028368

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მიკროგრანტების პროგრამაში, რომელიც ყველაზე პოპულარულია კომპანიების გადარჩენის წილი 85%-ია - მიხეილ ხიდურელი

მიკროგრანტების პროგრამაში, რომელიც ყველაზე პოპულარულია კომპანიების გადარჩენის წილი 85%-ია - მიხეილ ხიდურელი

2023-07-10 13:30:09

მიკროგრანტების პროგრამაში, რომელიც ყველაზე პოპულარულია კომპანიების გადარჩენის წილი 85%-ია - მიხეილ ხიდურელი ჩვენი პროგრამების (აწარმოე საქართველოში)   ეკონომიკური გავლენის ანალიზი აჩვენებს, ძალიან პოზიტიურ ტრენდებს. თითოეულ დახარჯულ ლარზე, ბიუჯეტში, მშპ-ში შევიდა 4,5 ლარზე მეტი თანხა. ასევე თითო ლარმა მოიტანა 1,5-ჯერ დამატებითი გადასახადი და მოახდინა ქვეყანაში 14-ჯერ მეტი ინვესტიციისა და შემოსავლის აკუმულირება კომპანიებისთვის, - ამის შესახებ სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა მედიასთან განაცხადა 

„ძალიან ბევრი პარამეტრი გავზომეთ. მაგალითად, ჩვენი ექსპორტის პროგრამების მონაწილეობით 30-ჯერ გაიზარდა ექსპორტი. ასევე მნიშვნელოვანი შედეგები გვაქვს მიკროგრანტების პროგრამაში, რომელიც ყველაზე პოპულარულია. სადაც კომპანიების გადარჩენის მაჩვენებელი 85%-ია. რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიები და მცირე ბიზნესები, რომლებიც დავაფინანსეთ, მათი 85%, ერთი წლის შემდეგ, ისევ განაგრძობენ ოპერირებას. ასევე საინტერესოა შედეგები შემოსავლების ზრდის კუთხით, ჩვენ შევადარეთ „აწარმოე საქართველოს“ ბენეიციარების შემოსავლების ზრდა ზოგადად ქვეყნის მცირე და საშუალო ბიზნესის პორტფელს და აქაც ჩანს, რომ ორჯერ მეტ შემოსავალს აგენერირებენ ჩვენი ბენეფიციარი კომპანიები. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ჩვენს პროგრამებში ჩართვის შემდეგ, კომპანიების ფინანსური შემოსავლები უმჯობესდება და ხშირ შემთხვევაში არის ორჯერ მეტად ვიდრე იმ კომპანიების, რომლებიც პროექტებში არ მონაწილეობენ“, - განაცხადა ხიდურელმა.

მისივე თქმით, „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში გაფუჭებული პორტფელების წილი 0,5%-ია, ხოლო  ბანკებში (კრედიტის) დეფოლტის მაჩვენებელი არის 5%, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს პროგრამებში გაფუჭებული პორტფელის წილი გაცილებით ნაკლებია. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები