მეტოქეზე ზედმეტად არ უნდა ვიფიქროთ, ჩვენს კარგ თამაშზე უნდა ვიყოთ ფოკუსირებულები, - ამის შესახებ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა განაცხადა.
„მოთამაშეებს ვუხსნი, რომ მხოლოდ ოცნება გამარჯვებამდე ვერ მიიყვანთ. გამარჯვებისთვის შრომაა საჭირო. ოცნება ჩემს მშობლებსა და შვილებსაც შეუძლიათ, მაგრამ ისინი ფეხბურთს ვერ ითამაშებენ. საქართველოს ნაკრების წევრები სწორად აზროვნებენ და ზუსტად იციან, რა არის საჭირო ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის“, - აღნიშნა ვილი სანიოლმა.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება