USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მეღვინეობა „ჩელთიმ“ აშშ-სა და ინგლისის ბაზარზე გაყიდვები განაახლა

მეღვინეობა „ჩელთიმ“ აშშ-სა და ინგლისის ბაზარზე გაყიდვები განაახლა

2024-02-08 15:00:00

მეღვინეობა „ჩელთიმ“ აშშ-სა და ინგლისის ბაზარზე გაყიდვები განაახლა, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის კომერციულ,ა დირექტორმა ანა მირიანაშვილმა გააცხადა. 

მისი თქმით, კომპანიას როგორც აშშ-ს ისე ინგლისის ბაზარზე ახალი პარტნიორები ჰყავს და ამ ბაზრებზე ღვინის პირველი პარტია უკვე გადაიტვირთა. 

რაც შეეხევა გერმანიის ბაზარს, ანა მირიანაშვილი ამბობს, რომ იქ „ჩელთის“ გაყიდვები გაორმაგდა. 

„ჩვენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია გერმანიის ბაზარი. გაყიდვები გავაორმაგეთ და „ჩელთის“ ღვინო ალკოჰოლური ნაწარმის რამდენიმე მსხვილ სავაჭრო ქსელში იყიდება. ასევე კომპანიის ნაწარმის გადატვირთვა ხდება გერმანიის ბაზარზე და იქიდან ხდება ევროკავშირის ბაზარზე გადანაწილება“, - ამბობს კომპანიის კომერციული დირექტორი. 

ამასთან, ანა მირიანაშვილის თქმით, „ჩელთის“ სტრატეგიაა ბაზრების დივერსიფიკაცია.

„ჩვენი კომპანია არ არის რუსეთის ბაზარზე დამოკიდებული. ჩვენ კონცენტრაციას ვაკეთებთ ევროპის, აზიისა და ამერიკის ბაზარზე. ამ ქვეყნებში გვაქვს გაყიდვების მნიშვნელოვანი სტატისტიკა“.

შეგახსენებთ, რომ THE WASHINGTON POST-მა „ჩელთის“ ღვინო მსოფლიოს იმ ხუთ ღვინოს შორის დაასახელა, რომელიც ყველამ უნდა გასინჯოს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები