კომუნიკაციების კომისიამ, მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების პროექტის ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტის 30-მდე პედაგოგი გადაამზადა. სემინარი მედიაწიგნიერების ტრენერმა, მანანა ჯინჭარაძემ ჩაატარა და მონაწილეებს პროექტთან დაკავშირებული ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრას ის მასწავლებლები დაესწრნენ, რომლებიც სკოლებში მედიაწიგნიერების საგანს წარუძღვებიან. პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებში ხორციელდება.
შეგახსენებთ, რომ „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების“ პროექტს კომუნიკაციების კომისია გაეროს ბავშვთა ფონდის დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით ახორციელებს. პროექტი მიზნად საქართველოს ყველა რეგიონიდან ჯამში 500 მასწავლებლის გადამზადებას ისახავს.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება