USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მძღოლების გადამზადებას ვგეგმავთ, ტაქსის სფერო საქართველოში ელიტარულ სტანდარტზე უნდა გადავიდეს - ტაქსების ფედერაცია

მძღოლების გადამზადებას ვგეგმავთ, ტაქსის სფერო საქართველოში ელიტარულ სტანდარტზე უნდა გადავიდეს - ტაქსების ფედერაცია

2023-10-11 11:00:54

სამომავლოდ ტაქსის მძღოლები პროფესიული გადამზადების კურსს გაივლიან. ეს შეეხება პრემიუმ ტაქსების მძღოლებს, რომელთა საქმიანობა მაღალანაზღაურებადი გახდება. აღნიშნულთან დაკავშირებით Business Insider Georgia - თან ტაქსების ფედერაციის ხელმძღვანელმა ზურაბ აგლაძემ განაცხადა.

მან ტაქსების რეფორმაც შეაფასა და აღნიშნა, რომ შედეგი ჯერჯერობით დადებითია და მომავალში სექტორის მდგრად განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი, რაც ახალი სტანდარტის დამკვიდრებას გულისხმობს.

„ამერიკულ მხარესთან ვთანამშრომლობთ. გვინდა ტაქსის მძღოლების პროფესიული გადამზადება დავიწყოთ. ეს ნიშნავს, რომ ტაქსის სფერო საქართველოში ელიტარულ სტანდარტზე გავა. ცვლილება შეეხება პრემიუმ კლასის ტაქსის სეგმენტს, რომ ბაზარზე ამ ხაზით პროფესიონალები დასაქმდნენ.

აქამდე დამკვიდრდა ტენდენციაა, რომ ადამიანები შემთხვევით ხდებიან ტაქსის  მძღოლები, მერე ანებებენ თავს.  სამომავლოდ მიდგომა შეიცვლება. კადრებს პრემიუმ კლასისთვის მოვამზადებთ, გვინდა, რომ  ტაქსისტის პროფესია მაღალანაზღაურებადი გავხადოთ.

რაც შეეხება რეფორმას, ვთვლი, რომ ნორმალურად მუშაობს, სისტემა გამართულია. დრო გვაჩვენებს, როგორ გავა ეს რეფორმა და რა შედეგს მოიტანს საბოლოოდ, ჯერჯერობით მიმაჩნია, რომ სექტორი  სწორად ვითარდება“, - აცხადებს ზურაბ აგლაძე.

ცნობისთვის, ტაქსის რეფორმა თბილისში 2018 წელს დაიწყო. პირველ ეტაპზე ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის აღება და ტექნიკური ინსპექტირების გავლა დაევალათ. მეორე ეტაპზე, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან ტაქსები დაიყო ორ კატეგორიად – A და B. მესამე ეტაპზე – მიმდინარე წლის 1 აპრილიდან ყველა ის ფიზიკური პირი, რომელსაც 2019 წლის 1 ოქტომბრიდან 2023 წლის 20 მარტამდე ერთხელ მაინც ფლობდა А კატეგორიის ლიცენზიას, უვადო ნებართვას იღებს.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები