USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მასწავლებლებმა და სკოლებმა გაცილებით უკეთ იციან სწავლის რა მეთოდი და რა მიდგომა სჭირდებათ ბავშვებს, ვიდრე სამინისტრომ -  გიორგი ამილახვარი

მასწავლებლებმა და სკოლებმა გაცილებით უკეთ იციან სწავლის რა მეთოდი და რა მიდგომა სჭირდებათ ბავშვებს, ვიდრე სამინისტრომ - გიორგი ამილახვარი

2023-11-26 19:57:58

მასწავლებლებმა და სკოლებმა, მრავალწლიანი დაგროვილი გამოცდილების შედეგად, გაცილებით უკეთ იციან რა სწავლის მეთოდი და რა მიდგომა სჭირდებათ ბავშვებს იმ კონკრეტულ მომენტში, კონკრეტულ საკლასო ოთახში, ვიდრე სამინისტრომ. ჩვენ გვინდა სკოლის ავტონომია გავაძლიეროთ, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ეროვნულ სასწავლო გეგმაში მნიშვნელოვან ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა. 

მინისტრმა აღნიშნა, რომ ეროვნული სასწავლო გეგმა, როგორიც აქამდე არსებობდა, ძალიან რთული ენით იყო დაწერილი.

„სპეციფიკური დირექტორებისთვის, სახელმძღვანელოს ავტორებისთვის, სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლებისთვის და უამრავი ინტერპრეტაციის საშუალებას ტოვებდა. სასწავლო გეგმის პირველი ფაზის რეფორმის მთავარი ამოცანაა: მეტი ავტონომია და აკადემიური თავისუფლება მივცეთ სკოლას და მასწავლებელს. ეს არ არის ჩემი ან სამინისტროს რომელიმე თანამშრომლის მოსაზრება, ეს არის წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება, მასწავლებლების ყველა შეხვედრაზე ჟღერდება - მოგვეცით მეტი თავისუფლება. 

ჩვენ ვმუშაობთ ე.წ. ეროვნულ შეფასებაზე, რომ მე-6, მე-9 და მე-12 კლასში, პირველ ეტაპზე შემოვიტანოთ სადიაგნოსტიკო შეფასებები და შემდეგ, წლების განმავლობაში, როდესაც სისტემა კარგად აპრობირებული გახდება ამ შეფასებებში, სავალდებულო გავხადოთ, როგორ შეიძლება თავში მოგვსვლოდა, რომ ეს გავაუქმოთ, პირიქით, ჩვენ გავაუქმეთ იმ კონკრეტული მეთოდის სავალდებულოობა, რომელსაც თავად მასწავლებლები და სკოლები ითხოვდნენ და მივეცით არჩევანის თავისუფლება. 

თუ მათ მოსწონთ ის მოდელი, რომლითაც აქამდე მიდიოდნენ, სრული უფლება აქვთ ასე გააგრძელონ, ნებისმიერ დროს შეუძლიათ ახალ შეფასების მოდელზე გადავიდნენ. თვითონ გადაწყვიტოს - შეაფასებს სემესტრის შუაგულში, სემესტრის ბოლოს, რამდენჯერ გამოიყენებს შეფასებას საგანში, საშინაო დავალებაში შეფასების რა კომპონენტს მისცემს. ეს პედაგოგსა და სკოლას აძლევს მეტ აკადემიურ თავისუფლებას“, - აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები