USD 2.8746

EUR 3.0252

TRY 0.0827

GBP 3.6438

RUB 0.027011

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„მარცვლეულის შეთანხმება“ გახანგრძლივდა

„მარცვლეულის შეთანხმება“ გახანგრძლივდა

2023-03-19 11:38:25

„შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა, რომელსაც ხელი მოეწერა სტამბულში 2022 წლის 22 ივლისს, გახანგრძლივდა... ჩვენ მადლობას ვუხდით თურქეთის ხელისუფლებას დიპლომატიური და ოპერატიული მხარდაჭერისთვის“, - კომუნიკე 18 მარტს გაეროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მანამდე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შეთანხმების გახანგრძლივების შესახებ განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტმა ასევე არ დაასახელა ვადა, მაგრამ თურქული პრესა წერდა, რომ „შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა“ 120 დღით გახანგრძლივდა.

უკრაინა მოითხოვს, რომ ეს შეთანხმება ავტომატურად ყოველ ჯერზე 120 დღით გაგრძელდეს.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი 60 დღით ახანგრძლივებს „მარცვლეულის შეთანხმებას“.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები