USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მარცვეულის დერეფნის სანაცვლოდ, გაერო რუსეთთან მნიშვნელოვან დათმობებზე მიდის - მედია

მარცვეულის დერეფნის სანაცვლოდ, გაერო რუსეთთან მნიშვნელოვან დათმობებზე მიდის - მედია

2023-09-04 18:35:31

გაერო პუტინს ეთამაშება - მედიამ გაარკვია, რას სთავაზობენ აგრესორს მარცვლეულის დერეფნისაღდგენის სანაცვლოდ - ამ სათაურით სტატიას უკრაინული გამოცემა UNIAN- აქვეყნებს.

მარცვლეულის დერეფანთან დაკავშირებით, გაერომ წინადადებების ახალი პაკეტი მოამზადა და ის მარცვლეულის ინიციატივის აღორძინებას უნდა დაედოს საფუძვლად.

აღნიშნულის შესახებ,თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა მოსკოვში რუს კოლეგასთან სერგეილავროვთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, - ინფორმაციას Anadolu Ajansı ავრცელებს.

ახალი პაკეტის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი რუსული ბანკის ზირაათის (როსელხოზბანკი) ევროპული შვილობილი კომპანიის SWIFT სისტემაში ჩართვა და ევროპაში მოქმედი რუსული სასუქის მწარმოებელი კომპანიების გაყინული აქტივების განთავისუფლებაა.

რუსეთი,თავის მხრივ, კატარის ფინანსური მხარდაჭერით, 1 მილიონი ტონა მარცვლეულისთურქეთში გაგზავნისა და გადამუშავების, შემდეგ კი, ყველაზე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებშიგაგზავნის წინდადებით გამოდის. თუმცა, შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის სამუშაომოცულობასთან შედარებით, რომელიც წელიწადში დაახლოებით 33 მილიონი ტონა მარცვლეულისგადაზიდვის საშუალებას იძლევა, რუსეთის შემოთავაზება მოთხოვნაზე გაცილებით დაბალია.

როგორც მასალაშია აღნიშნული, მარცვლეულის არასაკმარისი რაოდენობით მიწოდება საბაზრო ფასების სწრაფი ზრდისა და გლობალური კრიზისის გამოწვევის საშიშროებას აჩენს. ფაქტობრივად,თუკი ინიციატივა იმ წერტილიდან გაგრძელდება, სადაც შეჩერდა, 220 000 ტონა მარცვლეულისგადაზიდვა სავარაუდოდ 1 წლის განმავლობაში 810 000 ადამიანს გამოკვებავს.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები