USD 2.8168

EUR 2.9498

TRY 0.0773

GBP 3.5568

RUB 0.032599

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მაროკოში ძლიერი მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 1000-ს გადააჭარბა

მაროკოში ძლიერი მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 1000-ს გადააჭარბა

2023-09-09 17:37:27

მაროკოში ძლიერი მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 1000-ს გადააჭარბა - აღნიშნულის შესახებ The Guardian-ი წერს. 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ნანგრევებიდან გადარჩენილების ამოყვანის სამუშაოები მიმდინარეობს და გარდაცვლილთა რიცხვი დიდი ალბათობით, კიდევ გაიზრდება.

აღსანიშნავია, რომ სტიქიის ეპიცენტრი ქალაქ მარაკეშიდან სამხრეთ-დასავლეთით ატლასის მთებში, 71 კმ-ის სიღრმეში დაფიქსირდა.

6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მაროკოში 8 სექტემბერს გვიან ღამით მოხდა. 20 წუთის შემდეგ მას განმეორებითი 4.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგი მოჰყვა.

 

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები