USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მაკროეკონომიკური თვალსაზრისით აბსოლუტურად გასაგები ცვლილებაა - არჩილ გაჩეჩილაძე სესხებზე სებ-ის ახალ გადაწყვეტილებაზე

მაკროეკონომიკური თვალსაზრისით აბსოლუტურად გასაგები ცვლილებაა - არჩილ გაჩეჩილაძე სესხებზე სებ-ის ახალ გადაწყვეტილებაზე

2023-10-27 15:03:47

საქართველოს ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ ეროვნული ბანკის მიერ სესხებთან დაკავშირებით გასულ კვირას მიღებული რეგულაციები შეაფასა.

„სამომხმარებლო სესხებზე სამიდან-ოთხ წლამდე სესხის ვადიანობის აწევა, დროებითი შეზღუდვის მოხსნა არის დადებითი. ბევრი მომხმარებელი შეძლებს მეტ ფინანსურ რესურსზე ჰქონდეს წვდომა. შესაბამისად, ეს ეკონომიკისთვისაც დადებითია.

რაც შეეხება არაჰეჯირებული სესხების ნაწილში შეზღუდვის მოხსნას, მე მგონი რომ არასწორი შეზღუდვა იყო წარსულში. ვინაიდან ჩვენს ემიგრანტებს, რომლებიც აგზავნიან თანხას და ევროში აქვთ შემოსავალი, ბინის ყიდვისას უნდა ჰქონოდეთ არჩევანი ევროში აიღონ სესხი, რადგან ლარში კრედიტის აღებასაც შესაძლოა, ჰქონდეს თავისი რისკები, რადგან შემოსავალი და გადასახდელი თანხა სხვა და სხვა ვალუტაშია. ასე მგონია ძალიან დადებითი და სწორი ცვლილება იყო, რომ მხოლოდ ლარზე კი არ იყოს შეზღუდვა, არამედ არაჰეჯირებულზეც.

რაც შეეხება 300 ათას ლარზე ლიმიტის აწევას, ეს რა თქმა უნდა დამატებითი შეზღუდვაა და მომხმარებლისთვის კარგი ვერ იქნება, რადგან ეზღუდება არჩევანი, თუმცა მაკროეკონომიკური თვალსაზრისით აბსოლუტურად გასაგები ცვლილებაა“, - აღნიშნა გაჩეჩილაძემ.

იგივე თემაზე:

ვისაც ₾300,000-მდე სესხები აქვს, ახალი კრედიტის აღებას მხოლოდ იმ ვალუტაში შეძლებენ, რომელშიც შემოსავალი აქვთ - ნათია თურნავა

არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების ვადიანობა 4 წლამდე გაიზარდა

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები