USD 2.8378

EUR 2.9317

TRY 0.0789

GBP 3.5237

RUB 0.028576

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„მაკდონალდსში", მიმდინარეობდა ბავშვებში ეს პროპაგანდა, რა თქმა უნდა, ეს არის ამორალური და მიუღებელი კამპანია - პრემიერი

„მაკდონალდსში", მიმდინარეობდა ბავშვებში ეს პროპაგანდა, რა თქმა უნდა, ეს არის ამორალური და მიუღებელი კამპანია - პრემიერი

2023-06-21 12:25:31

პრემიერი - ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ რესტორნის ქსელში, „მაკდონალდსში",მიმდინარეობდა ბავშვებში ეს პროპაგანდა, რა თქმა უნდა, ეს არის ამორალური და მიუღებელიკამპანია

 

რაც ჩვენ ვნახეთ ბოლო დღეების განმავლობაში, რომ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ რესტორნისქსელში, მაკდონალდსში, მიმდინარეობდა სწორედ ბავშვებში ეს პროპაგანდა, რა თქმა უნდა, ეს არისამორალური და მიუღებელი კამპანია, ჩვენ მოვისმინეთ განმარტებები , მაგრამ ეს არ არის საკმარისი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. 

 

მთავრობის მეთაურის თქმით, მიუღებელია ის ზღვარგადასული პროპაგანდა, რომელიც უკვემიმდინარეობს ბაღებსა და სკოლებში, უცხოეთში.

 

„მე თქვენი, „იმედის" საშუალებით გავეცანი მონაცემებს, ბუნებრივია, ეს იყო უცხოური ორგანიზაციისკვლევა და როგორც თქვენ აღნიშნეთ 30 ქვეყანაში ჩატარდა ეს კვლევა და განსაკუთრებითსაყურადღებო იყო საფრანგეთში ჩატარებული კვლევის შედეგები, სადაც აღმოჩნდა, რომახალგაზრდების 22 % აცხადებს თავს ლგბტ-დ, რაც ვფიქრობ, არის საგანგაშო ტენდენცია. მიმაჩნია, რომრა თქმა უნდა, ყველა ადამიანს აქვს უფლება, ყველა ადამიანის უფლებაა ეს, თუ როგორი ცხოვრებისწესს აირჩევს, ჩვენ არავის საქმიანობასა და პირად ცხოვრებაში არ ვერევით, ეს არის მიუღებელიაბსოლუტურად, მაგრამ მეორეს მხრივ, ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია ის ზღვარგადასულიპროპაგანდა, რომელიც უკვე მიმდინარეობს ბაღებსა და სკოლებში, უცხოეთში. 

მადლობა ღმერთს, ეს ჩვენთან არ მოხდება, ჩვენ ამას დავიცავთ, ამას უნდა შევეწინააღმდეგოთ, იმიტომ რომ დაუშვებელი და მიუღებელია სკოლებში, ბაღებსა და ახალგაზრდებში ამ თემისპროპაგანდა. 

რა თქმა უნდა, რაც ჩვენ ვნახეთ ბოლო დღეების განმავლობაში, რომ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულრესტორნის ქსელში, მაკდონალდსში, მიმდინარეობდა სწორედ ბავშვებში ეს პროპაგანდა, რა თქმაუნდა, ეს არის ამორალური და მიუღებელი კამპანია, ჩვენ მოვისმინეთ განმარტებები , მაგრამ ეს არ არისსაკმარისი. ჩვენთვის მიუღებელია ის პასუხი, რომ თურმე ეს არის გლობალური კამპანიის ნაწილი დაამიტომაც ჩვენთანაც უნდა მივიღოთ. ასე არ მოხდება და მე ვფიქრობ, მისასალმებელია ის, რომსაზოგადოების რეაქცია იყო საკმაოდ მძაფრი და ადეკვატური,"- განაცხადა პრემიერმა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები