USD 2.8403

EUR 2.909

TRY 0.0789

GBP 3.4964

RUB 0.028368

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მაისში მომხმარებელთა მიერ კომერციულ ბანკებში დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობამ 1 828 შეადგინა

მაისში მომხმარებელთა მიერ კომერციულ ბანკებში დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობამ 1 828 შეადგინა

2023-07-07 18:00:46

მაისში მომხმარებელთა მიერ კომერციულ ბანკებში დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობამ 1 828 ერთეული შეადგინა, რაც აპრილის სტატისტიკასთან პრეტენზიების 28.7%-იან ზრდას აჩვენებს.

სებ-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 2023 წლის აპრილში მომხმარებელთა მიერ დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობამ 1 420 ერთეული შეადგინა.

მაისში მომხმარებელთა მიერ კომერციულ ბანკებში დაფიქსირებული პრეტენზიების 55%-ი (1 014) მიმდინარე ანგარიში/სადებეტო ბარათების კუთხით დაფიქსირებულ პრეტენზიებზე მოდის. მეორე ადგილზეა პრეტენზიები სამომხმარებლო სესხთან დაკავშირებით.

მაისში დაფიქსირებული პრეტენზიები ხასიათის მიხედვით - ტოპ-5

  • ტრანზაქციები - 907 პრეტენზია,
  • ადმინისტრაცია/მომსახურება - 408 პრეტენზია,
  • ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებული პრეტენზიები - 176 პრეტენზია,
  • ჯარიმები და ვადაგადაცილების საკომისიოები - 75 პრეტენზია,
  • მომსახურების საკომისიოები - 55 პრეტენზია.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები