„ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი მაგდა მაღრაძე სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობას უარყოფს. ამის შესახებ მან Business Insider Georgia-ს განუცხადა.
„მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს საბუთები მაქვს შეტანილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატურაზე. აღნიშნული ინფორმაცია არ წარმოადგენს სიმართლეს. ვადასტურებ, რომ საბუთები არ წარმიდგენია აღნიშნულ კონკურსზე", - განაცხადა მაგდა მაღრაძემ.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი ბაქრაძე სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატია.
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს ვაკანტურ თანამდებობებზე შესარჩევად საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სულ 19 განაცხადი შემოვიდა.
განაცხადების განხილვის ეტაპი დასრულდა და შეირჩა 8 კანდიდატი, რომლებთანაც გასაუბრება მიმდინარე კვირაში იმართება. პრეზიდენტის ადმინისტრაციას შერჩეული კანდიდატების სია არ გაუსაჯაროვებია.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში