USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მადლობები არ მჭირდება, მადლობა არის ხალხის განწყობა, ხალხის მიზანმიმართულება და ერთად ყოფნა - პრეზიდენტი

მადლობები არ მჭირდება, მადლობა არის ხალხის განწყობა, ხალხის მიზანმიმართულება და ერთად ყოფნა - პრეზიდენტი

2023-12-15 20:00:00

მადლობები არ მჭირდება, მადლობა არის ხალხის განწყობა, ხალხის მიზანმიმართულება და ერთად ყოფნა, - ასე გამოეხმაურა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმას, რომ მას თავისუფლების მოედანზე გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მიეცა.

„მე ვიტყოდი ერთ რამეს, მადლობები არ მჭირდება, მადლობა არის ხალხის განწყობა, ხალხის მიზანმიმართულება და ერთად ყოფნა, ეს იქნება ჩვენთვის, ყველასთვის ბევრად მეტი, ვიდრე ერთმანეთში გაცვლილი მადლობები.....

[ტრიბუნაზე გამოსვლის საშუალების არ მიცემა] არც მწყინს, არც მიხარია....მე მიხარია, ის, რაც აქ, ხალხში ხდება. ამ სიხარულს ვერავინ შემიცვლის ვერაფრით, ამიტომ ყველას კიდევ ერთხელ, გილოცავთ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები