USD 2.8378

EUR 2.9317

TRY 0.0789

GBP 3.5237

RUB 0.028576

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მაჭახელას ხეობაში „ეთნოსოფლის“ პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტურისტული ატრაქცია გაიხსნა

მაჭახელას ხეობაში „ეთნოსოფლის“ პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტურისტული ატრაქცია გაიხსნა

2023-06-03 10:00:12

მაჭახელას ხეობაში „ეთნოსოფლის“ პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტურისტული ატრაქცია გაიხსნა. 

ვიზიტორთა ცენტრში სტუმრებს ხეობის შესახებ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ექნებათ. შენობაში სპეციალური სადემონსტრაციო კუთხეა მოწყობილი, სადაც ხეობისთვის დამახასიათებელი ხელნაკეთი ნივთები და პროდუქციაა განთავსებული.

„ეთნოსოფლის“ მასშტაბური პროექტი რამდენიმე წელზეა გათვლილი და მისი ბიუჯეტი 30 მლნ ლარს შეადგენს.

პროექტი მოიცავს მაჭახელას ხეობაში სხვადასხვა ლოკაციაზე საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობას, ისტორიული და ეთნოგრაფიული ძეგლების რეაბილიტაციას და სხვა ტურისტულ-ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას.

პროექტით ასევე დაგეგმილია მაჭახელას ხეობაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ამ ნიშნის მატარებელი ობიექტების, ხიდის, ყალივაკესა და გვარას ციხის რეაბილიტაცია, ასევე ე.წ „მაჭახელას თოფის გზის“ ფარგლებში, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები