USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
m2   ბიზნესებს თავისი საქმიანობის ეფექტურად განხორციელებისთვის გადახდის 20/80 პირობას სთავაზობს

m2 ბიზნესებს თავისი საქმიანობის ეფექტურად განხორციელებისთვის გადახდის 20/80 პირობას სთავაზობს

2023-10-16 23:59:28

m2-ის სურვილია, ადამიანებს და ბიზნესებს თავისი საქმიანობის ეფექტურად და თავისუფლად განხორციელებაში შეუწყოს ხელი. სწორედ ამიტომ, კომპანიამ თავის ინოვაციურ უბანში - „m3საბურთალო" კომერციული და საოფისე ფართების შეძენის სპეციალური პირობა - 20/80 შექმნა.

 

შეთავაზების ფარგლებში, დაინტერესებული პირები პროექტში -  „m3 საბურთალო"  საოფისე და კომერციული ფართის მფლობელები მშენებლობის დასრულებამდე, ღირებულების მხოლოდ 20%-ის გადახდისას  გახდებიან,  დარჩენილ 80%-ს კი - მშენებლობის დასრულების შემდეგ დაფარავენ.

 

პროექტში -„m3 საბურთალო" ფართის შეძენა ურისკო და მომგებიანი შეთავაზებაა. სპეციალური პირობა ადამიანებს შესაძლებლობას მიცემს, ეფექტურად მართონ თავიანთი ბიზნესი, გუნდთან ერთად გადავიდნენ ახალ ოფისში, აწარმოონ სასურველი კომერციული საქმიანობა ან გაყიდონ/გააქირავონ უძრავი ქონება.

 

 „m3 საბურთალოს" ინოვაციური უბანი, რომელიც მარშალ გელოვანის გამზირზე შენდება, 6 ფაზის მშენებლობას მოიცავს და ის  10 000-მდე მაცხოვრებელს გააერთიანებს.  ეს იქნება ყველაზე დაცული და აქტიური  უბანი თბილისში.  პროექტი მოიცავს რეკრეაციულ ზონას, პარკს, გართობისა და დასვენების სივრცეებს.

შეთავაზების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე -www.m2.ge, კომპანიის ცხელ ხაზზე -  2 444 111, ან  გაყიდვების ოფისებში სტუმრობით (ა. წერეთლის 118; ალ. ყაზბეგის 15) .

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები