USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი მნიშვნელოვნად შემცირდა

ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი მნიშვნელოვნად შემცირდა

2023-10-09 13:31:05

Galt & Taggart კვირის მიმოხილვის თანახმად, 2–6 ოქტომბრის ქართული კომპანიების აქციების ფასები ლონდონის ბირჟაზე, წინა კვირასთან შედარებით, მნიშვნელოვნად შემცირდა. 

კერძოდ, საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 34.80 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგში (GBP), -5.69% წინა კვირასთან შედარებით და +1.75% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 269 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 33.65 - 37.45 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 65 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 28.65 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგში (GBP), -4.02% წინა კვირასთან შედარებით და +3.06% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 160 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 28.40 - 30.15 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 40 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 9.50 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგში (GBP), -3.46% წინა კვირასთან შედარებით და - 3.06% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 125 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 9.24 - 9.91 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 75 ათასი აქცია შეადგინა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები