USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციები გაძვირდა

ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციები გაძვირდა

2024-02-05 12:52:00

Galt & Taggart-ის 29 იანვარი – 2 თებერვლის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციები, წინა კვირასთან შედარებით, გაძვირდა. ყველაზე მაღალი ზრდა Georgia Capital-ის აქციებზე დაფიქსირდა.

საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 37.90 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +0.26% წინა კვირასთან შედარებით და - 5.37% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 134 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 37.10 - 38.45 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 32 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფი (TBCG LN) თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 29.10 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +4.49% წინა კვირასთან შედარებით და +4.86% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 122 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 27.60 - 29.40 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 27 ათასი აქცია შეადგინა. 

საქართველოს კაპიტალი (CGEO LN) Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 11.30 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +5.41% წინა კვირასთან შედარებით და +10.35% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 525 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 10.70 - 11.50 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 73 ათასი აქცია შეადგინა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები