USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ლისი დეველოპმენტი ობლიგაციების მფლობელთა შეცდომაში შეყვანას აღიარებს და ობლიგაციების ვადამდე განაღდებას სთავაზობს

ლისი დეველოპმენტი ობლიგაციების მფლობელთა შეცდომაში შეყვანას აღიარებს და ობლიგაციების ვადამდე განაღდებას სთავაზობს

2024-02-05 18:18:00

კომპანია “ლისი ლეიქ დეველოპმენტი”-ს (სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ნიკა ხაზარაძე, ეკატერინე შავგულიძე, ბობ მეიერი, თამარ ჯაფარიძე) აუდიტორული კომპანია „Ernst & Young“-ის შემოწმების შედეგად, კომპანიის ფინანსური ანგარიშგებასთან დაკავშირებით არსებითი ხარვეზები/შეცდომები გამოიკვეთა, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია კომპანიის მიერ გამჟღავნებულ ფინანსურ მონაცემებზე. 

კერძოდ, EBIDTA (გამოთვლილია, როგორც საოპერაციო მოგებას გამოკლებული საოპერაციო ხარჯები) თითქმის განახევრდა და 3,217.000 აშშ დოლარით შემცირდა, ხოლო EBIDTA ერთჯერადი ტრანზაქციის გამოყენებით უფრო მეტად, თითქმის 57%-ით შემცირდა - კერძოდ, 5,660.000 აშშ დოლარიდან 2,443.000 აშშ დოლარამდე. ამასთან, კომპანიას ფინანსური დანახარჯები 645.000 აშშ დოლარით გაეზარდა, რაც დანახარჯების  თითქმის 58%-იან ზრდას უდრის და ასვე, 2021 წლის მოგება შემცირდა 2.159.000 აშშ დოლარით.

ამასთან, ფინანსური ინფორმაციების გადაანგარიშების შედეგად, კომპანიის მარაგები 34,468.000 აშშ დოლარით შემცირდა, რაც თითქმის 62%-იანი კლების ტოლია, ხოლო საინვესტიციო ქონება 24,24%-ით გაიზარდა. ასევე, კომპანიის გრძელვადიანი ვალდებულებები 7.83%-ით, ანუ 1,280.000 აშშ დოლარით შემცირდა, ხოლო მოკლევადიანი ვალდებულებები 3,355.000 აშშ დოლარით გაიზარდა, ანუ რაც თითქმის 37%-იან ზრდას უდრის.

ჯამში შემცირდა ასევე კომპანიის გაუნაწილებელი მოგება 7,138.000 აშშ დოლარით, ასევე კომპანიის მფლობელებზე მიკუთვნებაში საკუთარი კაპიტალი 4,903.000 აშშ დოლარით  შემცირდა და საკუთარი კაპიტალი და ვალდებულებები 2,828.000 აშშ დოლარით.

არსებული გარემოებებიდან გამომდინარე ემიტენტი ობლიგაციების მფლობელებს სთავაზობს ობლიგაციების ვადამდე განაღდებას.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები