USD 2.8224

EUR 2.9418

TRY 0.0786

GBP 3.5382

RUB 0.028728

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ლიბერთი ბანკი, არ ემსახურება და არანაირ ტრანზაქციებს არ აკეთებს არცერთ დასანქცირებულ პირთან - ლიბერთი ბანკის განცხადება

ლიბერთი ბანკი, არ ემსახურება და არანაირ ტრანზაქციებს არ აკეთებს არცერთ დასანქცირებულ პირთან - ლიბერთი ბანკის განცხადება

2023-09-21 17:51:28

სს ლიბერთი ბანკი აცხადებს, რომ ბანკი არ ემსახურება და არანაირ ტრანზაქციებს არ აკეთებს არცერთ დასანქცირებულ პირთან.

„ერთ ერთი ტელეკომპანიის, კერძოდ ტვ პირველის მიერ, ლიბერთი ბანკთან დაკავშირებით გავრცელდა არასწორი და ყალბი ინფორმაცია, რომელიც მიზანმიმართულად აზიანებს ლიბერთი ბანკის და მისი აქციონერების იმიჯს.

კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ლიბერთი ბანკი, არ ემსახურება და არანაირ ტრანზაქციებს არ აკეთებს არცერთ დასანქცირებულ პირთან.

ასევე, არც ლიბერთი ბანკი და არც მისი აქციონერი,  მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ირაკლი რუხაძე, არასოდეს ფლობდა “ვითიბი ბანკის“ წილს/აქციებს.
ყალბი და რეპუტაციისთვის დამაზიანებელი ინფორმაციის გავრცელების კამპანიის გაგრძელების შეთხვევაში, ლიბერთი ბანკი უფლებას იტოვებს მიმართოს სასამართლოს და იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად“, - აღნიშნულის ლიბერთი ბანკის განცხადებაში. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები