USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ლევან დავითაშვილი დავოსში მსხვილი ჩინური ტექნოლოგიური კომპანიის Neusoft - ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

ლევან დავითაშვილი დავოსში მსხვილი ჩინური ტექნოლოგიური კომპანიის Neusoft - ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

2024-01-17 17:25:00

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ჩინეთის მულტინაციონალური კორპორაცია „ნეუსოფტის" (Neusoft) უფროს ვიცე-პრეზიდენტს ჩენ შიმენს შეხვდა. შეხვედრა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის მონაწილეობის ფარგლებში გაიმართა. 
შეხვედრაზე ვიცე-პრემიერმა ჩინური კორპორაციის წარმომადგენელს საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები გააცნო. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე, მათ შორის, ქვეყანაში საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების შემოყვანის მიზნით, მათთვის სპეციალური სტატუსის მინიჭებაზე, რომელიც კომპანიებს მნიშვნელოვან საგადასახადო შეღავათებს სთავაზობს (5%-იანი საშემოსავლო გადასახადი და 5%-იანი მოგების გადასახადი). ითქვა, რომ ამ ეტაპისთვის 100-ზე მეტი საერთაშორისო IT კომპანია ოპერირებს საქართველოში, რომლებიც საკუთარ სერვისებს საქართველოდან აწვდიან მომხმარებლებს, ამავე დროს, მათ ქვეყანაში შექმნეს ახალი სამუშაო ადგილები ადგილობრივი პერსონალისთვის. 
ასევე აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ახორციელებს ადგილობრივი  IT სექტორისთვის კადრების მომზადება - გადამზადების პროგრამებს.  
ვიცე-პრემიერმა „ნეუსოფტის" დელეგაცია საქართველოში მოიწვია, რათა მათ ადგილზე შეისწავლონ საქართველოს საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორში არსებული ვითარება.
 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები