იურისტი ლევან ალაფიშვილი იმ პროცედურებს განმარტავს, რომლის შემდეგაც კანონპროექტის საკანონმდებლო ორგანოდან რეალური გაწვევა მოხდება. იურისტი წერს, რომ ხალხთან შეხვედრები საჭირო არ არის.
„რუსული კალკი, რომელიც პირველი მოსმენით მიღებულია, არ/ვერ გაიწვევა განცხადებით.
პარლამენტის რეგლამენტი არ იცნობს პირველი მოსმენით მიღებული კანონის გაწვევას. მუხლი 101.3. ციტირებულია ქვემოთ.
რა უნდა მოხდეს:
„კანონპროექტის ინიციატორს უფლება აქვს, სათანადო მოტივირებით გამოითხოვოს კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიღებამდე“- აღნიშნავს ალაფიშვილი.
დღეს, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის ერთობლივი განცხადება გავრცელდა, რომლის თანახმადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პარლამენტიდან გაწვევის გადაწყვეტილება მიიღეს.
შეგახსენებთ, პარლამენტმა 7 მარტს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს", რომელსაც ხმა 76-მა დეპუტატმა მისცა, ხოლო წინააღმდეგ 13 წავიდა.
კანონის გასაპროტესტებლად თბილისში მასშტაბური აქციები გაიმართა.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი