USD 2.8004

EUR 2.8889

TRY 0.0777

GBP 3.4607

RUB 0.029184

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ლაშა სამხარაძე თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის ხელმძღვანელის თანამდებობას ტოვებს

ლაშა სამხარაძე თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის ხელმძღვანელის თანამდებობას ტოვებს

2023-08-30 12:32:54

თბილისის მუნიციპალურ ლაბორატორიას მისი ხელმძღვანელი ლაშა სამხარაძე ტოვებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„მინდა, მას მადლობა გადავუხადო 9-წლიანი გაწეული შრომისთვის, მაღალი პასუხისმგებლობისთვის და ასეულობით შედეგიანი საქმისთვის. მადლობას ვუხდი მას იმ წლებისთვის, რაც ერთად ვიმუშავეთ, ბევრი კარგი საქმე გავაკეთეთ ამ ქალაქისთვის კონკრეტული პროექტების განხორციელებით. მინდა, წარმატებები ვუსურვო შემდეგ საქმიანობაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები