USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ლაშა ხუციშვილმა ორგანიზაციის (CAREC) პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

ლაშა ხუციშვილმა ორგანიზაციის (CAREC) პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

2023-05-05 09:53:48

აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მონაწილეობა მიიღო ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (CAREC) პანელურ დისკუსიაში, რომლის თემა იყო: „რეგიონული თანამშრომლობის გააქტიურება ცენტრალურ და დასავლეთ აზიაში - CAREC-ის როლი“.

სესია გახსნეს აზიის განვითარების ბანკის ვიცე პრეზიდენტმა, შისინ ჩენმა და ADB-ის გენერალურმა დირექტორმა ცენტრალურ და დასავლეთ აზიაში, ევგენი ჟუკოვმა.

პანელურ დისკუსიაში ბრუკინგსის ინსტიტუტის წარმომადგენლის მოდერატორობით, საქართველოს ფინანსთა მინისტრთან ერთად მონაწილეობდნენ ყაზახეთის ეკონომიკის მინისტრი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრი და მწვანე კლიმატის ფონდის წარმომადგენელი.

როგორც აღინიშნა CAREC-ის პროგრამის წევრმა ქვეყნებმა გარე შოკების ფონზე მდგრადობის შესაქმნელად, რეგიონში ეკონომიკური კავშირები უნდა გააფართოონ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები