USD 2.8403

EUR 2.909

TRY 0.0789

GBP 3.4964

RUB 0.028368

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ლარში საპროცენტო განაკვეთის კლების ტენდენცია გაგრძელდება - საბანკო ასოციაცია

ლარში საპროცენტო განაკვეთის კლების ტენდენცია გაგრძელდება - საბანკო ასოციაცია

2023-06-29 15:00:32

ლარში საპროცენტო განაკვეთის კლების ტრენდი წლის ბოლომდე შენარჩუნდება. საბანკო ასოციაციის თავმჯდომარე ალექსანდრე ძნელაძე Business Insider Georgia- ამბობს, რომ მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება იგეგმება, რაც საპროცენტო განაკვეთებზეც ადეკვატურად აისახება.

„ეროვნულ ვალუტაში საპროცენტო განაკვეთის შემცირება წინა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებას უკავშირდება. სებ-მა 2022 წელსაც გააკეტა განცხადება აღნიშნულის შესახებ, კერძოდ, საუბარი იყო, რომ ყოველ მეორე კომიტეტზე შემცირებაზე იქნება აქცენტი, რაც ჯერჯერობით სრულდება. ეს მოცემულობა გვექნება, ცხადია, თუ სხვა ფაქტორები არ შეუშლიან ხელს.

საბოლოო ჯამში, გაცხადებული იყო 9%-მდე მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება , რაც აისახება საპროცენტო განაკვეთებზე ლარში. მკვეთრ შემცირება არ იქნება, რადგან ამ ცვლილებებზე არაერთი განმაპირობებელი ფაქტორი მოქმედებს, ერთ-ერთი კი კაპიტალზე ზეწოლა, რომელიც საკმაოდ მაღალია", - აცხადებს ალექსანდრე ძნელაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის 21 ივნისს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.50 პროცენტს შეადგენს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები