USD 2.8761

EUR 2.9929

TRY 0.0804

GBP 3.5776

RUB 0.029468

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრის რეაბლიტაცია დასრულდა

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრის რეაბლიტაცია დასრულდა

2023-08-14 11:47:35

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზიანებული ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრის საგამოფენო და საკონფერენციო დარბაზების აღდგენის სამუშაოები დასრულდა.

სააგენტოს ცნობითვე, განახლებული ადმინისტრაციული შენობა უკვე მასპინძლობს ვიზიტორებს, სადაც მათ შეუძლიათ დეტალური ინფორმაცია მიიღონ აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და საქართველოში პირველი დაცული ტერიტორიის - ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ბიომრავალფეროვნების უნიკალური სახეობებისა თუ სალაშქრო მიმართულებების შესახებ.

"ამჟამად, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე მიმდინარეობს ყველა არსებული ბილიკის განახლება და ახალი ბილიკების ქსელის დამატება, ჯამში 105 კმ-მდე სიგრძის, თანამდევი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურით: ფანჩატურებით, ცეცხლის დასანთები ადგილებით, ასევე, შენდება ეკოტურისტული კოტეჯები. სამუშაოების ძირითადი ნაწილი შესრულებულია, ბილიკების ქსელის მოსაწყობად, ჯამში 5 მლნ  ლარამდე თანხაა გამოყოფილი",- ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები