USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქვიშა-ხრეშის მოპოვებისთვის მოსაკრებელი კუბ/მ-ზე 60 თეთრამდე იზრდება

ქვიშა-ხრეშის მოპოვებისთვის მოსაკრებელი კუბ/მ-ზე 60 თეთრამდე იზრდება

2023-11-29 16:45:16

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა  „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა.

კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს, კომიტეტში პარლამენტის წევრმა ანტონ ობოლაშვილმა წარადგინა. ცვლილების თანახმად,  ქვიშა-ხრეშის მოპოვებისთვის მოსაკრებელი კუბურ მეტრზე 20 თეთრის ნაცვლად 60 თეთრით განისაზღვრება.

მომხსენებლის განმარტებით, ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლით მიღებული  შემოსავალი მთლიანად მიემართება ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტში და აღნიშნული ცვლილების შედეგად მათი შემოსავლები სამჯერ გაიზრდება.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ სხდომაზე განაცხადა, წარმოდგენილი კანონპროექტის თაობაზე, მინერალური რესურსების სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, ბიზნეს სექტორთან შეხვედრა გაიმართა.

„კონსულტაციები გავიარეთ სწორედ იმ სეგმენტთან, რომელიც ქვიშა-ხრეშის მდინარეების ნაპირებიდან მოპოვებით არის დაკავებული და ამ ეტაპზე გადაწყდა, რომ ფასის მატება მხოლოდ ქვიშა-ხრეშზე მომხდარიყო, რადგან ეს ბიზნესზე არ იქნება დიდი ზეწოლა. ასევე რესურსზე ძალიან გაიზარდა მოთხოვნა.  ქვიშა-ხრეშის მდინარის კალაპოტიდან მოპოვების ტექნოლოგია სრულიად განსხვავებულია იმ მეთოდოლოგიისგან, რაც სხვა რესურსების მოპოვების დროს გამოიყენება, ამიტომ სხვა რესურსებთან დაკავშირებით ჩვენ მუშაობას ვაგრძელებთ და საგაზაფხულო სესიისთვის შეიძლება  საკანონმდებლო ცვლილებების ახალი  პაკეტი წარმოვადგინოთ“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობდა ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსი ანდრო ასლანიშვილი.

განხილულ კანონპროექტს კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები