USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქვეყნიდან ექსპორტირებული ვაშლის 96%-ი რუსეთზე მოდის

ქვეყნიდან ექსპორტირებული ვაშლის 96%-ი რუსეთზე მოდის

2023-09-07 21:00:44

2023 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან 4,957.56 ათასი დოლარის ღირებულების 7,754.95 ტონა ახალი ვაშლის ექსპორტი განხორციელდა. აღნიშნული რაოდენობა კი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან 10%-იან კლებას აჩვენებს. 2022 წლის 7 თვეში ექსპორტზე 8 591.01 ტონა ვაშლი გავიდა.

წელს ქვეყნიდან ექსპორტირებული ვაშლის 96%-ი რუსეთზე მოდის.

7 თვეში საქართველომ რუსეთში 7,432.31 ტონა ვაშლი გაყიდა. მეორე ადგილზე სომხეთი, სადაც წელს 174.86 ტონა ქართული ვაშლი შევიდა, ხოლო მესამეზე ყაზახეთი, სადაც 79.19 ტონა საქართველოში მოწეული ვაშლი შეიტანეს.

აღსანიშნავია, რომ წელს საქართველომ ვაშლი ექსპორტზე სულ 5 ქვეყანაში გაიტანა. 

ვაშლის ექსპორტის კუთხით რეკორდული 2021 წელი იყო, როდესაც საზღვარგარეთ 15,539.85 ტონა ახალი ვაშლი გადაიზიდა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები