საქართველოს ბაზარზე სადებეტო ბარათების მხრივ კვლავ Mastercard-ი ლიდერობს. როგორც სებ-ის მონაცემებიდან ირკვევა, 2024 წლის თებერვლის ბოლოსთვის არსებული საგადახდო სადებეტო ბარათებიდან 4,239,452 ერთეული სწორედ Mastercard-ზე მოდის.
მიმდინარე მაჩვენებლები კი იანვრის მაჩვენებლებთან შედარებით 1%-იან ზრდას აჩვენებს, ხოლო 2023 წლის თებერვალთან შედარებით 7%-იან ზრდას.
იანვრის მდგომარეობით აქტიური სადებეტო ბარათებიდან 51%-ს Mastercard-ი ფლობს, ხოლო 31%-ს VISA.
2024 წლის 29 თებერვლისთვის მიმოქცევაში VISA-ს აქტიური 2,554,781 ბარათი იყო. კლება წინა თვესთან შედარებით 1%-ია, ხოლო 2023 წლის თებერვალთან შედარებით 12%-იანი ზრდაა.
არსებული სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, ბაზრის 18%-ის კი სხვადასხვა სახის სადებეტო ბარათებზე მოდის.
ქვეყანაში ერთი წლის განმავლობაში სადებეტო ბარათების რაოდენობა 13%-იან ზრდას აჩვენებს. 2024 წლის თებერვლის ბოლოსთვის მიმოქცევაში 8,356,808 აქტიური სადებეტო ბარათი იყო.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში