USD 2.8403

EUR 2.909

TRY 0.0789

GBP 3.4964

RUB 0.028368

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქვეყანაში აეროდრომების რაოდენობა უნდა გაიზარდოს - Aeroclub Aviator-ი

ქვეყანაში აეროდრომების რაოდენობა უნდა გაიზარდოს - Aeroclub Aviator-ი

2023-07-20 20:00:49

ჩვენს ქვეყანას უდიდესი პოტენციალი აქვს, რომ გააჩნდეს უამრავი პატარა აეროდრომი და ძლიერი საერთო დანიშნულების ავიაცია, - ამის შესახებ Aeroclub Aviator-ის დამფუძნებელი მერაბ გუმბერიძე აცხადებს, რომელიც საერთო დანიშნულების ავიაციის განვითარებისთვის მიძღვნილ ექსპედიციებში აქტიურად იღებს მონაწილეობას, რათა აეროდრომების მშენებლობისთვის ახალი ლოკაციები იყოს აღმოჩენილი.

ექსპედიცია, რომლის ინიციატორებიც Tsnori Airfield-ი და Aeroclub Aviator-ი არიან დღეს კახეთში განხორციელდა. 

„ამის შემდეგ ხდება ის, რომ ვაპირებთ აეროდრომების გაკეთებას და მოლაპარაკებების დაწყებას, რადგანაც მონიშნული ადგილი შესაძლოა, რომელიმე კერო პირის საკუთრებაში იყოს.

ქვეყანაში აეროდრომების რიცხვი უნდა გაიზარდოს. პრობლემაა, რომ აეროდრომების რაოდენობა საკმარისი არ არის და შესაბამისად არ არის მისადგომები დასახლებულ პუნქტებამდე. ეს ყველაფერი კომპლექსურადაა მიბმული - არ არის აეროდრომი, განვითარების დონე დაბალია იმ კონკრეტულ მხარეში“, - განმარტავს Aeroclub Aviator-ის დამფუძნებელი მერაბ გუმბერიძე.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები