სამრეწველო კომპანია ,,სურფრიგოში" (Surfrigo) აცხადებენ, რომ სამრეწველო დანადგარების ფასი გაიზარდა. კომპანიის იმპორტის მენეჯერის ნინო მახარაძის ინფორმაციით, ტენდენცია პანდემიურ პერიოდში დაიწყო და ფასები ხშირად იცვლება.
როგორც მახარაძემ Business Insider Georgia - თან აღნიშნა, 2023 წელს დანადგარების ღირებულებამ 6%-ით მოიმატა.
„კვების მრეწველობის დანადგარები იტალიიდან შემოგვაქვს. ეს არის მაღალი ხარისხის პროდუქცია, რომლის ანალოგიც ბაზარზე დიდი იშვიათობაა. ასორტიმენტი მრავალფეროვანია - სამაცივრე, საცხობი, საკონდიტრო დანადგარები და სხვა, რაც კვების მრეწველობას სჭირდება. მომხმარებლები როგორც მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები, ასევე მცირე და საშუალო კომპანიები არიან.
საკმაოდ სტაბილური მიმართულებაა, რომლის მიმართ მოთხოვნა წლიდან წლამდე მზარდია. რაც შეეხება ფასებს, ხშირად იცვლება, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში და შემდეგშიც, წელს საშუალოდ 6%-ით მოიმატა, პროდუქცია მომწოდებლებმა გაგვიძვირეს", - ამბობს იმპორტის მენეჯერი.
,,სურფრიგო გრუპი" საქართველოში ფუნქციონირებს 2009 წლიდან. კომპანიაში 5 ადამიანია დასაქმებული.
„ფართო არჩევანის, მისაღები ფასებისა და მაღალი ხარისხის გამო "სურფრიგო გრუპ"-მა მოიპოვა ბაზრის მნიშვნელოვანი წილი. ამჟამად კვების მრეწველობის დანადგარების წამყვანი იმპორტიორი კომპანია საქართველოსა და ამიერკავკასიაში“, - აცხადებენ კომპანიაში.
„სურფრიგოს" მომხმარებლებია: "გუდვილი", "ნიკორა", "ტკბილი ქვეყანა", "ლემონ გრასი", "მადა", "დაუნთაუნი", "ლე გატო", "თოლია", "ჯეოპასტი", "ბეტსი", "ჰოლიდეი ინნ", "რუმს ყაზბეგი", "ამბასადორი", "ელვა", "სანდომი" და მრავალი სხვა.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში