საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გუნდის ოპერატიული მუშაობის შედეგად, შესაძლებელი გახდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის უმოკლეს დროში მოგვარება.
„აეროპორტის შესაბამის სამსახურებს დილის 7 საათამდე მიეცათ დრო ჩაეტარებინა ყველა საჭირო ღონისძიება, იმისათვის, რომ ოპერირების გეგმიურ რეჟიმს დავბრუნებოდით. უმაღლესი პროფესიონალიმზი გამოიჩინეს ჩვენმა თანამშრომლებმა. რეისების გეგმიური მიღება
დილის 4 საათიდან დაიწყო. თუმცა შექმნილი სიტუიციის გამომწვევი მიზეზები საჭიროებს დეტალურ გამოძიებას. ექსპერტები განაგრძობენ მუშაობას აეროპორტის ტერიტორიაზე
უხვი ნალექის პროგნოზი მომდევნო დღეებშიც არის მოსალოდნელი. შესაბამისად ჩვენ მუშაობის საგანგებო რეჟიმში ვრჩებით“, - განაცხადა აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ.
აეროპორტის ოპერირების შეჩერება ჭარბმა ნალექმა და გადაუღებელმა წვიმებმა გამოიწვია.
იგივე თემაზე: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დროებით მუშაობას წყვეტს
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება