USD 2.8403

EUR 2.909

TRY 0.0789

GBP 3.4964

RUB 0.028368

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქუთაისის აეროპორტში ამერიკული სწრაფი კვების რესტორანი Subway გაიხსნა

ქუთაისის აეროპორტში ამერიკული სწრაფი კვების რესტორანი Subway გაიხსნა

2023-07-31 16:28:41

დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ამერიკული სწრაფი მომსახურების რესტორანი Subway გაიხსნა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იმერეთის რეგიონში პირველია, სადაც ამერიკული ბრენდი შევიდა. აეროპორტის გაფრენის დარბაზში განთავსებული Subway-ის ახალი ფილიალი ქსელის ბოლო თაობის, ე.წ. "Fresh Forward" ტიპის დიზაინს წარმოადგენს და მთლიანად მომხმარებლის საჭიროებებზეა მორგებული.

Subway-ის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა საქართველოში შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ და საქართველოში ამერიკული რესტორნის წარმომადგენლობამ მიიღო. ამერიკული სწრაფი კვების პირველმა რესტორანმა Subway-მ საქართველოში ოპერირება 2013 წელს თბილისში დაიწყო. ამჟამად საქართველოში Subway-ის ქსელი 7 რესტორნით არის წარმოდგენილი, აქედან 5 რესტორანი თბილისში, ხოლო 2 ბათუმში მდებარეობს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კი რესტორნის რიგით მე-8 ფილიალი გაიხსნა. Subway მსოფლიოში რესტორნების ყველაზე დიდი ქსელია, რომელიც მომხმარებელს უგემრიელესი სენდვიჩების,სალათებისა და ორცხობილების ფართო არჩევანს სთავაზობს. სენდვიჩები და სალათები ახლად მომზადებული ინგრედიენტებით, მომხმარებლების თვალწინ და მათი ინდივიდუალური გემოვნების გათვალისწინებით იწყობა. Subway-ის ქსელის პირველი რესტორანი აშშ-ში კონექტიკუტის შტატის ქალაქ რიჯპორტში 1965 წელს გაიხსნა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები