კურიკის პორტში მარცვლეულის ტერმინალის და მრავალფუნქციური საზღვაო ტერმინალის "სარჟას" მშენებლობის პროექტის სრული განხორციელება, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის გამტარუნარიანობას (შუა დერეფანი) წელიწადში 10 მილიონი ტონით გაზრდის.
ყაზახეთის მრეწველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტროზე დაყრდნობით Report იუწყება, რომ Semurg Invest-ის გენერალურმა დირექტორმა ნურჟან მარაბაევმა დუბაის AD Ports Group-თან ამ პროექტზე თანამშრომლობის ძირითადი პირობების შესახებ შეთანხმების ხელმოწერისას განაცხადა.
მისი თქმით, დღეს მომავალი ტერმინალის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს დროებითი საწყობი, დასრულდა ორი ნავმისადგომის, მისასვლელი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა, მარცვლეულის ტერმინალის პირველი ეტაპი და ზოგადი ტვირთის ტერმინალი. მალე მოსალოდნელია პირველი ტვირის გადაზიდვა.
შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, AD Ports Group-ის რეგიონალურმა დირექტორმა აბდულაზიზ ზაიდ ალ-შამსიმ აღნიშნა, რომ საამიროს მხარე დაინტერესებულია კურიკის პორტთან თანამშრომლობით, რათა განახორციელოს ყველაზე მნიშვნელოვანი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინიციატივა საექსპორტო მარშრუტების განვითარებისთვის აზიის ცენტრალურ ნაწილში.
ვარაუდობენ, რომ სარჟას ტერმინალი 2025 წელს აშენდება და ექსპლუატაციაში შევა. ამავდროულად, სავარაუდო ხარჯები შეადგენს 154 მილიარდი ტენგეს (340,6 მილიონი აშშ დოლარი) კერძო ინვესტიციას.
სხვა საკითხებთან ერთად, აშენდება მარცვლეულის ტერმინალი, ნაყარი და ზოგადი ტვირთების ტერმინალი. ამავდროულად, მარცვლეულის ტერმინალის სიმძლავრე იქნება 1 მილიონი ტონა წელიწადში. შესაძლებელი იქნება 25 ათასი ტონა მარცვლეულის ერთჯერადად შენახვა.
ამასთან "AD Ports Group" ფლობს და ოპერირებს 10 პორტსა და ტერმინალში UAE-ში.
კომპანია „სემურგ ინვესტი“ არის კურიკის პორტში მრავალფუნქციური საზღვაო ტერმინალი „სარჟას“ მფლობელი და დეველოპერი. პროექტის მთლიანი დაგეგმილი გადატვირთვის სიმძლავრე შეადგენს 10 მილიონ ტონას წელიწადში.
შეგახსენებთ, რომ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს შესაბამისი სტრუქტურების მონაწილეობით 2014 წლის თებერვალში შეიქმნა.
შემდგომ პროექტს შეუერთდნენ უკრაინა, რუმინეთი და პოლონეთი. ამჟამად მარშრუტი ჩინეთ-ყაზახეთის საზღვრიდან გადის ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ევროპისკენ.
2022 წელს შუა დერეფნის გასწვრივ კასპიის ზღვის გავლით 1,5 მილიონი ტონა ტვირთი გადაიზიდა. ტვირთების ტრანსპორტირება განხორციელდა ყაზახეთში კურიკისა და აქტაუს, აზერბაიჯანის ალიათისა და ჰოვსანის პორტებით. საკონტეინერო მიმოსვლის შედეგად გასულ წელს ყაზახეთის ექსპორტი შუა დერეფნის გასწვრივ წინა წელთან შედარებით 8-ჯერ გაიზარდა.
უახლესი
6 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება6 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა