10 თვის წინ მცირე ინვესტიციით დაწყებულმა ბიზნესმა გაამართლა, - ამბობს Business Insider Georgia-თან Slink Café-ს თანადამფუძნებელი Მერი ტყაბლაძე.
Slink Café, რომელიც მომხმარებელს ექსპერიმენტულ საკვებს სთავაზობს, თბილისში, ვარდების ბაღში მდებარე სათბურის შენობაში გაიხსნა.
„ბაზარზე 2022 წლის ნოემბრიდან ვართ. თავიდან სატესტო რეჟიმში ვმუშაობდით. კონცენტრირებული ვართ კვებაზე. პირველადი კონცეფტი იყო მომხმარებლისთვის სეზონური საკვების შეთავაზება. ჩვენი მიზანია, მარტივი საკვების შექმნა. ძალიან ხშირად ვცვლით მენიუს. ჩვენი მიზანია - ექსპერიმენტები საკვებზე. საკმაოდ სწრაფად გავხდით პოპულარულები და გახსნიდან პირველ თვეებში ჩვენი შემოსავალი გახუთმაგდა“, - ამბობს Მერი ტყაბლაძე.
თუმცა ბიზნესის დაწყებისას იყო სირთულეებიც.
„რადგან კაფე სათბურის შენობაში მდებარეობს, რთულია სივრცის გათბობა და გაგრილება. თანაც შენობაში არ არის გაზი და კერძების მომზადება ელექტროქურებზე გვიწევს. “, - ამბობს კაფეს თანადამფუძნებელი.
როგორც Business Insider Georgia-თან Მერი ტყაბლაძე ამბობს, მათი ობიექტის პოპულარობის მიზეზია ის, რომ მარტივი ინგრედიენტებით ცდილობენ განსაკუთრებული გემოს შექმნას. მისივე თქმით, მომხმარებელი უპირატესობას ანიჭებს „სლინკ ბრექვესტს,“ რომელიც ყველაზე პოპულარულია.
„შემწვარი კვერცხი, ლობიო ტომატის სოუსში, რუკოლას სალათი და შემწვარი ბრი კენკრის ალუბალთან ერთად, საკმაოდ მარტივი ბრექვესტია, მაგრამ მალევე გახდა პოპულარული“.
Slink Café - ში მენიუს ფასი 9-ლარიდან 25-ლარამდე. „სტუმრებს ვთავაზობთ კრუასანის სენდვიჩს, რომელიც 9 ინგრედიენტისგან შედგება და 9 ლარი ღირს. გვსურდა მენიუში ერთნიშნა ფასის მქონე კერძი გვქონოდა. სექტემბერში მომხმარებელს ახალ მენიუს შევთავაზებთ. ჩვენი სურვილია საღამოს მენიუ დავამატოთ, რომელიც სავარაუდოდ სამი მთავარი კერძისგან იქნება შედგენილი“, - ამბობს Slink Café-ს თანადამფუძნებელი.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში