ღვინის ეროვნული სააგენტოსა და დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, კოპენჰაგენშიქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებები გაიმართა.
ღვინის ეროვნული სააგენტოსთვის სკანდინავიის ბაზარი, ქართული ღვინის მიმართ ინტერესის ზრდისგამო, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბაზრად მიიჩნევა. შესაბამისად, რამდენიმე წელია, აღნიშნული ბაზრისთვისსააგენტო მნიშვნელოვან მარკეტინგულ აქტივობებს ახორციელებს.
კოპენჰაგენში გამართული ღონისძიებების ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, კინოთეატრში „Grand Teatret” სამეცნიერო-დოკუმენტური ფილმის „საქართველო ღვინის სამშობლო“ ჩვენებაგაიმართა. 80-მდე მოწვეულ სტუმარს სიტყვით მიმართა დანიის სამეფოში საქართველოს საგანგებო დასრულუფლებიანმა ელჩმა ნატა მენაბდემ. კინოჩვენების შემდეგ ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.
ქართული ღვინის პოპულარიზაციას მიეძღვნა დანიის სომელიეთა აკადემიისა და ადგილობრივი ჰორეკასექტორის წარმომადგენელთათვის ჩატარებული ქართული ღვინის მასტერკლასიც, რომელიც კოპენჰაგენის ცენტრში, სადეგუსტაციო სივრცეში გაიმართა.
მარკეტინგული აქტივობების შემადგენელი იყო დანიელი იმპორტიორებისა და სარესტორნო სფეროსწარმომადგენლებისთვის მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორანში "Ark" ქართული ღვინის პრეზენტაციადა მასტერკლასი, რომლის მიმდინარეობისას სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართულიმევენახეობა-მეღვინეობის ისტორიასა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებულ იმაქტივობებს, რომელიც ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით ტარდება.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში