USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ თამბაქოს ბაზრის მონიტორინგი დაიწყო

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ თამბაქოს ბაზრის მონიტორინგი დაიწყო

2024-01-22 10:54:00

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, ადგილობრივი ინდუსტრიის მომართვის საფუძველზე, თამბაქოს ბაზრის მონიტორინგი დაიწყო.

მონიტორინგის ფარგლებში, თამბაქოს ნაწარმის ბაზარზე სააგენტო შეაფასებს - კონკურენტული გარემოს, ბაზრის კონცენტრაციის - ჰერფინდალ ჰირშმანის ინდექსის ხარისხს, დადგინდება ბაზრის მოცულობა, ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტები, საბაზრო წილები და ა.შ. შუალედური შედეგები პერიოდულად საჯაროდ გამოქვეყნდება დაინტერესებული მხარეებისთვის.

2023 წელს, სააგენტომ საბანკო დაზღვევის ბაზრის მონიტორინგი დაასრულა და 6 სავალდებულოდ შესასრულებელი რეკომენდაცია გასცა. ასევე, დასრულდა თხევადი და ბუნებრივი აირის ბაზრის მონიტორინგი, სადაც მიღებული შედეგების მიხედვით დადგინდა, რომ განგრძობითი დაკვირვების, კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის რისკები არ იკვეთება. მიმდინარე დაკვირვების რეჟიმშია - საავტომობილო საწვავის, მოცვის და თხილის ბაზრები.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები