USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ სამშენებლო ცემენტის ადგილობრივი ინდუსტრიის სექტორული მონიტორინგი განახორციელა

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ სამშენებლო ცემენტის ადგილობრივი ინდუსტრიის სექტორული მონიტორინგი განახორციელა

2024-01-10 13:59:00

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო, ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის ამოქმედების შემდეგ, პერიოდულად, სხვადასხვა სასაქონლო ბაზრისთვის ადგილობრივი ინდუსტრიის სექტორულ მონიტორინგს ახორციელებს. 
აღნიშნული მიმართულებით, სავაჭრო პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სექტორს  სამშენებლო ცემენტის (პორტლანდცემენტი) წარმოება წარმოადგენს, რომელიც მონიტორინგის ობიექტად შეირჩა. 
სააგენტოს მიერ მიღებული და დამუშავებული მონაცემების მიხედვით,  ადგილობრივი ინდუსტრიის განვითარების ზოგადი დადებითი ტენდენცია იკვეთება, თუმცა არსებობს იმპორტის (როგორც საბოლოო პროდუქტის, ასევე კლინკერის შემთხვევაში) ჩანაცვლების მნიშვნელოვანი არეალი, რომლის მიღწევისთვის საჭირო ადგილობრივი ინდუსტრიის კონკურენტული უპირატესობის გამოვლინებები ამ ეტაპზე სააგენტოს ხელთ არსებული მონაცემებით არ იკვეთება.
ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ დოკუმენტი: https://gcca.gov.ge/uploads.../antidumping/tmp/phpgyfBNv.pdf

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები